მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

დავით გარეჯის საქმე - კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც ადვოკატები ბარლდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ. 

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთი შუამდგომლობით მიმართავს.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ამ სხდომაზე იქნება შეიცვალოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულები გათავისუფლდნენ. არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მოპოვებულია მტკიცებულებები, რომ მელაშვილი და ილიჩოვა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ“ - პროკურორი

ფარული ჩანაწერები მელაშვილი ილიჩოვას საქმეზე (ვიდეო)

მიქელაძე მელაშვილს: სადმე ასეთი გასწორება ხომ არ გახსენდება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო? (ვიდეო)