სამართალი

ადვოკატი: არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმ ვერსიის დასადასტურებლად, რასაც შაქარაშვილის ბიძა გვთავაზობს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატი
20:47 31.07
დაკოპირებულია

„მოლოდინი იმის, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, არ გვქონია“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ს.-ს უფლებადამცველმა გიორგი გელხაურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გელხაური კვალიფიკაციის შეცვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად მარტო დარჩა.

„დღეს წინასასამართლო სხდომა იყო, სადაც ბევრი შუამდგომლობის განხილვა და დაყენება მოგვიწია დაცვის მხარეს. ამასთანავე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებითაც დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. იმის მოლოდინი, რომ დააკმაყოფილებდა არ გვქონდა. იმიტომ რომ პირველი წარდგენის დროს მოსამართლემ 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა და დღეს იგივე მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა. მოსამართლემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტყილება და ერთხელ უკვე გამოხატა ნება, რომ პატიმრობაში ყოფილიყო არასრულწლოვანი. დღეს რატომ შეცვლიდა ამ გადაწყვეტილებას? რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, მოდით გავმიჯნოთ. ამ საქმეზე არ არის 109-ე მუხლი, საქმე, რომელიც დღეს იხილებოდა. ეს კვალიფიკაცია საერთოდ გამოიყო. გამოიყო ასევე სრულწლოვნებისაგანაც და დარჩა აბსოლუტურად ცალკე. იმიტომ რომ მედიას აყოლილი გამოძიება არ გვქონოდა ჩვენ.

არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმ ვერსიის დასადასტურებლად, რასაც ჩვენ გარდაცვლილის ბიძა გვთავაზობს. ახვლედიანის ჩვენება, რომელიც ახლა მიიღო გამოძიებამ აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის მის წინა მიცემულ ჩვენებებთან. ახლედიანმა ჩვენება კი არ დააზუსტა, ჩვენება შეცვალა“, - აღნიშნა გელხაურმა.

ცნობისთვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის გურიის გუბერნატორის პრესსამ...
12 წუთის წინ
ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ...
16 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარე...
27 წუთის წინ
დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებ...
27 წუთის წინ
დონალდ ტრამპის საბანკო ანგარიში ჩინეთში New York Times: ტრამპს ჩინეთში საბანკო ანგარი...
The New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საბანკო ანგარიში...
34 წუთის წინ
სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარ...
NGO-ები: დავიხსნათ სინდისის პატიმრები, დ...
7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მოლაპარაკებისას “არასწორი რუკების...
სომხური მხარე: კიდევ ერთი უპილოტო საფრენ...
სომხური მხარის ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანული მხარის კიდევ ერთი უპილოტო საფრენი...