მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: მალე დეტალურად მეცოდინება რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას კომპიუტერში

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის სკანირების პროცესი დასრულებულია და მასში არსებულ ინფორმაციას ის ექსპერტებთან ერთად შეისწავლის.

„კომპიუტერის დეშიფრირება დასრულდებულია. ეს უკავშირდებოდა იმ ფაილების აღდგენას, რომლის წაკითხვა სავალდებულოა თამუნას კომპიუტერიდან. გვეცოდინება ყველაფერი რა ინფორმაცია ინახებოდა და სად მოხდა შეღწევა, ყველაფერი დეტალურად მეცოდინება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ წუთებში აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრას და გამოძიების პორცესში FBI-ს ჩართვას ითხოვენ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს თეთრიწყაროში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.