მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: ნაფიც მსაჯულებზე ალბათ უარს ვიტყვით

მორაბის ადვოკატი

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, აირჩევენ თუ არა სრულწლოვანი ბრალდებულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, ნაფიც მსაჯულებზე სავარაუდოდ უარს იტყვიან.

„ნაფიც მსაჯულებზე ალბათ უფრო უარს ვიტყვით. მიგვაჩნია, რომ უფრო მართებულია, სასამართლომ განიხილოს ეს საქმე, ვიდრე ნაფიც მსაჯულებმა. არგუმენტი არის ის, რომ საქმეში არანაირი მკტიცებულება არ არის, არც პირდაპირი, არც ირიბი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეს სასამართლო უფრო კომპეტენტურად განიხილავს“, - აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს. საქმეზე დაკავებულ 5 პირს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ორ არასრულწლოვანს ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს ბრალი სსკ-ის 109-ე მხულის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.