მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოჩენილია გზა, რომელიც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ადგილს საკალმახე მეურნეობასთან აკავშირებს

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

დღეს, 16 სექტემბერს აღმოაჩინეს გზა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ადგილს საკალმახე მეურნეობასთან აკავშირებს.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, არ არსებობდა გზა, რომლითაც ბაჩალიაშვილი „ვილა ალგეთამდე“ მოხდვებოდა, რადგან იქ გზა არ გადის, მაგრამ გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მას მიაგნეს.

ამ წუთებში სოფელ გოლთეთში შეკრებილი არიან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები.

რამდენიმე დღის წინ „ვილა ალგეთში“ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, სადაც ნაპოვნია წამლის ანოტაცია. სწორედ ამ მიზეზის გამო დაინტერესდნენ მოცემული გზით ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.