სამართალი

ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში
10:11 09.08
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს ახალქალაქში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინცინდენტის დროს 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნი...
26 წუთის წინ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის...
32 წუთის წინ
პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდი...
43 წუთის წინ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სააგენტო „ინტერფაქს...
45 წუთის წინ
დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ბრიფინგზე ზალკალიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანს როგორ...
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
50 წუთის წინ
14:35
მეზვრიშვილი: სახლის პირობებში შემთხვევებ...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო...
კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტ...
ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი...
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვ...