მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხელი მედდის გარდაცვალების საქმეზე, შუალედური ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

ექსპერტიზის ბიუროს შენობა

ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, შუალედური ექსპერტიზის  დასკვნა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. 

„ოჯახის მთავარი ინტერესია, საქმე შეისწავლონ ბოლომდე და დადგინდეს სიმართლე, რატომ გარდაიცვალა მეგი. შესაბამისად, მის ოჯახს აინტერესებს თითოეული დეტალი, რომელიც იმუნიზაციას და უარყოფითი ეფექტების მართვას უკავშირდება.

მიმდინარეობდა თუ არა ეს პროცესი პროტოკოლის შესაბამისად და რამდენად გაეწია მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

პროკურატურას მივუთითეთ რამდენიმე გარემოება, მათ შორის სისხლის ნიმუში, რომელიც იმუნოლოგიის ცენტრში არის განთავსებული. ამ ნიმუშზე ჩავატარებთ ექსპერტიზას“, - აღნიშნა მეგი ბაქრაძის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

✔️ ახალციხელი მედდის მამა: მეგი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო

✔️ „მეგი რობაქიძის ოჯახის ინტერესია სიმართლე დადგინდეს“ - ადვოკატი