სამართალი

ახალციხეში 89 წლის ქალზე იძალადეს

თავდამსხმელის დაკავება
1620149620
დაკოპირებულია

ახალციხეში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ბრალდებულს ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ედავებიან.

დაკავებულმა 89 წლის ქალზე იძალადა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რომლის მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

1623740416

„ამხელა მხარდაჭერა არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ბოლო წლების განმავლობაში, გიორგი გახარიას რომ ჰქონდა. მთელი გუნდი იდგა მის გვერდით, მისი იმიჯის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკურად მის გვერდში დგომაზე ვზრუნავდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740403

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1623740205

„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740125
კორონავირუსი

1092 ინფიცირება, 775 გამოჯანმრთელება, 23 გარდ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 775 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1623739985
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-...

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.