მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე ტაბატაძე: დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს ჩვენმა სამართალდამცველებმა მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე Pia.ge

დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს ჩვენმა სამართალდამცველებმა მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალიან სწრაფად მოხდა შეიარაღებული დამნაშავის განეიტრალება და უკლებლივ ყველა მძევლის უსაფრთხოდ განთავისუფლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სამართალდამცველების მიერ არჩეულ მიდგომას, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.

ინფორმაციისთვის, 16 აპრილს, დაახლოებით, 13:00 საათზე ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლად რამდენიმე პირი აიყვანა.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 2 საათიანი სამუშაოების ჩატარების შემდეგ თავდამსხმელი დააკავეს და მძევლებიც გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

იხილეთ დეტალურად ყველა სიახლე „საქართველოს ბანკზე“ 16 აპრილს მომხდარი თავდასხმის შესახებ