მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე: გომელაური საპოლიციო ოპერაციას უკვე მერამდენედ ისე ატარებს, ვერ შეედავები. პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ

ამირან სალუქვაძე - ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში.

„სახელმწიფო არ უნდა გამოიწვიო. ეს აქსიომაა. ნებისმიერი სასამართლოს, ნებისმიერი განაჩენი უნდა აღსრულდეს. საბედნიეროდ სიკვდილით დასჯა არ გვაქვს. სხვა ნებისმიერი განაჩენი საჩივრდება ქვეყანაში, მის გარეთ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

ექსპერტის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, შეიძლება ძვირად დაუჯდეს პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს ის რეალობა, თუ ის თავის ფუნქციებს, მათ შორის სადამსჯელოს, ვერ ასრულებს.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური პროცესების ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში:

„თუ სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო არაა. იხილეთ სახელმწიფოს განმარტება (ინტერნეტში). ის რომ სამაჯურს აგდებ, შემდეგ გაზრდილ გირაოს არ იხდი, ს/ს დევნის ქვეშ მყოფ პირს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევ, შემდეგ ოფისში საკომენდატო საათის და ეპიდმოთხოვნების დარღვევით ოფისში ათობით ადამიანი იკრიბება/მაგრდება, მუქარები, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდები, გამოწვევა და პროვოცირებაა, ეჭვი ვის ეპარება?

რაც შეეხება საპოლიციო ოპერაციას, უკვე მერამდენედ გომელაური ისე ატარებს, ვერ შეედავები. პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ.

სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას ვინმეს დაკავება, მით უმეტეს ციხეში წასვლა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, პოლიტიკური პროცესების ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში. სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი თუ ამერიკაშია მიუღებელი, იგივეა აქაც. დაამშვიდეთ ხალხი. ნუ იწვევთ ხელოვნურ დაპირისპირებებს. გამოდით 90-ანებიდან.

ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, შეიძლება ძვირად დაუჯდეს პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს ის რეალობა, თუ ის თავის ფუნქციებს, მათ შორის სადამსჯელოს, ვერ ასრულებს“, - აღნიშნავს სალუქვაძე.

ინფორმაციისთვის, 23 თებერვალს, დილის 7:30 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მალე სპეცრაზმი, სახანძრო და სამაშველო ჯგუფები შეუერთდნენ.

სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან ამ დრომდე რჩებიან.