მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამირხანაშვილის რამდენჯერმე შევთავაზეთ შაქარაშვილის მოძებნა“ - ბრალდებული

ჩიქოვანი ამირხანაშვილზე

დღეს, 13 ოქტომბერს მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი განახლდა.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, გამოკითხულთა შორის იყვნენ ტოიოტა ქამრისა და მერსედესის მარკის ავტომობილების მგზავრები.

პროცესზე შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცა. ბრალდებული ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის მეგობარს, გური ამირხანაშვილს ტოიოტა ქამრის მგზავრებმა გარდაცვლილი ფეხბურთელის მოძებნა რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.

როგორც ადვოკატები ამბობენ, ვახტანგ ჩიქოვანი აცხადებს, რომ საბედისწერო ღამეს თუკი ტოიოტა ქამრის მგზავრები გიორგი შაქარაშვილს მოძებნიდნენ, შეიძლება ის ცოცხალი ყოფილიყო.

„ამ შემთხვევაში მოწმის განმარტება და მიზანი იყო კეთილშობილური. მისი თქმით სურდათ, რომ ავტომობილები არ დაჯახებოდნენ ქვეითად მიმავალ პირებს და თურმე ამ მიზნით მისდევდნენ ბრალდებულები მათ“, - დასძინა შაქარაშვილის საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ,ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.