მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: საერთო სასამართლოების ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჯაროვდეს

ქართული ოცნების წევრი, 2020

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოების ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პერსონალური მონაცემები, შესაძლოა გასაჯაროვდეს და ამასთანავე აღინიშნა ამ გადაწყვეტილებაში, რომ აუცილებელია ამასთან დაკავშირებით არსებობდეს იმ პირის პოზიცია, ვისაც შეეხება ეს გადაწყვეტილება და ვისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზეც არის საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, სასამართლო აქტების გამოყენებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე, ბათუმში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვა წარმოადგინა.

სამუშაო შეხვედრის დისკუსიებში მონაწილეობას იღებს ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

მისი განცხადებით, ინტერესის დაცვა პერსონალურ მონაცემებსა და გადაწყვეტილების საჯაროობას შორის ძალიან საინტერესო საკითხია. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა მონაწილეობით მიღწეული იქნება ის შეთანხმება, რომელიც შემდეგში უკვე საკანონმდებლო სივრცეში აისახება.

ღონისძიებაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მონაწილეობენ.​ სამუშაო შეხვედრა ბათუმში 2 დღეს გაგრძელდება.