მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

ფოთის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც არასრულწლოვანი მამიდაშვილის გაუპატიურებაშია ბრალდებული.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები წარდგენილ ბრალს არ ადასტურებს.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.