მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დაკავებულია

დაკავებული ადამიანი ზურგით

ცირკის მიმიდებარე ტერიტორიაზე, 12 აგვისტოს, გვიან ღამით არასრულწლოვანი გააუპატიურეს.

არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭია, რომელიც ადგილზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

„ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და თავი დაენებებინა, მაგრამ არ მომეშვა. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს, რადგან გონება დავკარგე. როცა თვალი გავახილე, ცოტა ზემოთ, ტყის სიღრმეში, შიშველი ვეგდე ხესთან, კაცი გარბოდა და ჩემი მეგობრები გინებით მისდევდნენ. ცხადია, მაშინვე პოლიციას მივმართე“, - განაცხადა დაზარალებულმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

დამნაშავე დაკავებულია ცხელ კვალზე, გამოძიება კი სსკ-ის 137მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.