მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ გაგნიძის ადვოკატი: ახლა არ უნდა ვიგებდეთ, რომ შაქარაშვილს ფუძის ძვალი ჰქონდა მოტეხილი

არჩილ გაგნიძის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, ცხედრის ექსპერტიზის პასუხი არ იძლევა სრულყოფილ პასუხს იმაზე, თუ რა გავლენა იქონია დაზიანებებმა ფეხბურთელის მდგომარეობაზე და რა პირობებში მოკლეს ის.

„ახლა არ უნდა ვიგებდეთ, რომ თურმე ფუძის ძვალია ჩამტვრეული, რომ თურმე შაქარაშვილს ფუძის ძვალთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, როცა ის მოკლეს თუ მოკვდა, ეს ჯერ დასადგენია. აქედან გამომდინარე ექსპერტებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ასაღები, რასაც ისინი არ აკეთებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათი დასკვნები საქმის ახლანდელი ვითარების პირდაპირპროპორციულია. ჯერ ვერცერთმა ექსპერტმა ვერ დაადგინა, როგორ, რა პირობებში მოკლეს შაქარაშვილი“, - აღნიშნა საქმეზე დაკავებული ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გამოძიება ამ ეტაპისთვის მუშაობს საკითხზე, თუ რამდენად შეეძლო გიორგი შაქარაშვილს მიყენებული დაზიანებებით დამოუკიდებლად გადაადგილება. მისივე თქმით, ამ საკითხის გასარკვევად გამოძიებაში სხვა ექსპერტები, კერძოდ ნეევროლოგი და ნეიროქირურგი, ჩაერთვებიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.