მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

მოსამართლის ჩაქუჩი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

როგორც მორაგბე არჩილ გაგნიძის უფლებადამცველმა ბექა ნემსიწვერიძემ აღნიშნა, მათ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვს.

ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არჩილ გაგნიძესთან მიმართებაში სწორედ საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ ჩვენ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარჩენილი მოსამართლეების მიმართ არ გვაქვს იმხელა ნდობა, რომ მათ მივანდოთ ამ საქმის განხილვა. გვინდა რომ საქმე საზოგადოებამ განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება არჩილ გაგნიძესთან მიმართებაში“, - აღნიშნა ნემსიწვერიძემ.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.