მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავარია ხაშური-ბორჯომის გზაზე - არიან დაშავებულები

ხაშური-ბორჯომის გზაზე  ერთმანეთს სატვირთო და ფორდ ტრანზიტი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-ბორჯომის გზაზე, ქვიშხეთთან. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი ford transit შეეჯახნენ.
 

შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც შსს-ში ამბობენ, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.