მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავარია სუფსაში - გარდაცვილია საშუალო ასაკის მამაკაცი

პოლიცია ღამით

სუფსაში ავარიას საშუალო ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საღამოს 7-დან 8-ის ნახევრამდე. ავარიაში ფიგურირებს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა. გარდაცვლილია მიკროავტობუსის მგზავრი, საშუალო ასაკის მამაკაცი“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.