მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავარია თბილისში

ავარია თბილისში

დღეს, 21 სექტემბერს თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

PIA.GE-ს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, შემდგომ კი ერთ-ერთმა მათგანმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ბორდიულიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 08:15 წუთზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

PIA.GE მომხდართან დაკავშირებით ცდილობს დეტალების გარკვევას.