მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

შს სამინისტროს შენობა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო" პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ბილანიშვილს შაქარაშვილის საქმესთან კავშირი აქვს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან 14-ს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს.