მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ბილანიშვილი შემთხვევის ღამეს გურამ ამირხანაშვილს შეხვდა და ეს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეა ასახული. თავად ბილანიშვილი აცხადებს, რომ ჩხუბის არცერთ მონაწილეს არ იცნობს და მათთან იმ ღამეს კავშირი არ ჰქონია.

საგამოძიებო უწყებაში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დაახლოებით, 5 საათს გრძელდებოდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.