მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავთანდილ ბილანიშვილმა შსს-ში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

ბილანიშვილმა დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მან საგამოძიებო უწყებაში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა.

მისი ადვოკატის განცხადებით, ბილანიშვილმა ნიმუში გამოძიებას ნებაყოფლობით ჩააბარა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბილანიშვილი 19 ივნისის ღამეს გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში, ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა და ეს ვიდეოკამერების ჩანაწერზე არის აღბეჭდილი.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიდეო კადრებში ნაჩვენები თეთრპერანგიანი კაცი, ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია. საქმის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხულია როგორც ავთანდილ ბილანიშვილი, ასევე, ლაშა ლურსმანაშვილი.