მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილების ადვოკატი: დღეს გამოძიებისადმი ნდობის საკითხი გადაწყდება

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი მთავარ პროკურორ, ირაკლი შოთაძესთან შესახვედრად მივიდნენ.

როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მას და გარდაცვლილის ოჯახს უამრავი კითხვა აქვს, ხოლო გამყარდება მათი ნდობა გამოძიების მიმართ თუ საერთოდ გაქრება, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

„პროკურატურაში ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამ საქმით მტკიცდება, რომ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან ბევრი კითხვა გვექნება - რატომ დაუსვა ქალბატონ თეონას არაეთიკური კითხვები ერთ-ერთმა პროკურორმა, თუნდაც. მე ვიცავ დაზარალებულის და არა ბრალდებულის ინტერესებს, ამიტომაც ეს გარემო და ფსიქოლოგიური ფონი, მიუღებელია. მე ბატონ ირაკლის ძალიან სხვანაირად მივაწვდი ინფორმაციას, მექნება საქმიანი კითხვები, გამოვითხოვ მასალებს და შევისწავლით ვიდეოკადრებს. გარკვეული საკითხები არ უნდა გასაჯაროვდეს. ეს არ არის მარტივი და უბრალო საქმე, ძალიან სერიოზული საქმეა. დღეს შევაჯერებ, ვინ რაზე მუშაობს საქმით და ვინ რაზე სიტყვით,“ - განაცხადა რამიშვილმა.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხელმეორედ ხვდება.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.