მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი: გარანტიას ვიძლევი, დაუსჯელი არავინ დარჩება

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობისთვის ყველა დამნაშავე დაისჯება.

„ყველაფერს პასუხი გაეცემა. ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩება ამ საქმეში. გარანტიას ვიძლევი, დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს, რა რანგის ადამიანიც არ უნდა იყოს“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას პროკურატურაში, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ეს არ იყო ერთჯერადი და ის კიდევ გაგრძელდება.

„მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან რომ ვიყავით, გაკრვეულ საკითხებზე შევთანხმდით. შეხვედრა ორშაბათსაც გაგრძელდება. დღეს ძალიან სიღრმისეული საუბარი გვქონდა, ბევრ საკითხზე ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღეთ. თვით ექსპერტებთან დაკავშირებით ითქვა ძალიან კარგი წინადადებები. მივიღე გარკევული ინფორმცია FBI-ის წარმომადგენლებტან დაკავშირებით“,- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში არ დასრულდება.

ღმერთმა ქნას, რომ გამოძიება მალე დასრულდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება. ღმერთმა ქნას, მალე გამოიკვეთოს დამნაშავეთა ჯგუფი, რომლმაც სიცოცხლით სავსე პატარა გოგოს ცხოვრება დაასრულა“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.