მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ბიძა: სუიციდს გამოვრიცხავთ, მაგრამ არ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობამდე მიყვანას

გარდაცვლილი გოგონას ბიძა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი სუიციდს გამორიცხავს, თუმცა, არ გამორიცხავს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

„ჩვენ თავს უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა, შემთხვევა ერთია და ვერსიები უამრავი. ჩვენ გამოვრიცხავთ სუიციდის ვერსიას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობამდე მიყვანას. სამწუხაროდ ხელთ არ გვაქვს ის ბერკეტები, რითაც შეგვიძლია ან ერთი დავამტკიცოთ, ან სხვა ვერსიები განვიხილოთ. მთელი ოჯახი ველოდებით გამოძიებას, გვყავს დამოუკიდებელი ექსპერტიც. ველოდებით დასკვნებს, შევჯერდებით, შევადარებთ ერთმანეთს და შემდეგ დავეთანხმებით ან ერთს, ან მეორეს, ან ორივეს“,- განაცხადა კობა თამაზაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლშია გადასვენებული.

ბაჩალიაშვილის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

23 წლის გარდაცვლილი გოგოს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს, თუმცა, ადვოკატის თქმით, ეს იყო სხვადასხვა შინაარსის მქონე რამდენიმე ფურცელზე გაკეთებული მინაწერი.