მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: არ გამოვრიცხავ, რომ თამარი ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა

ოჯახი შსს-ში მივიდა

23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს, რომ მისი შვილი 18 ივლისს სახლიდან ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა.

„ვაცხადებ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი, სპეციალურად მოგზავნილი, ალბათ შსს-ს მიერ, რადგან, როცა დავრეკე, ის უწყებაში იყო ტელეფონით შესული და იქ ტელეფონით არავის უშვებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული ჩემი შვილი სახლიდან“, - აღნიშნა გარდაცვლილის დედამ მთავარ პროკურატურის შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ეს ეჭვი პირადად მასთან გასაუბრებისა და მისი სატელევიზიო ინტერვიუების შემდეგ გაუჩნდა.

„ეს ეჭვი გამიჩნდა მასთან გასაუბრებისა და სატელევიზიო ინრევიუების მერე. როგორც ელისო კილაძემ აღნიშნა, თამარის გაუჩინარების შემდეგ ის ბიძაშვილებთან ერთად ქეიფობდა, რომელი ნორმალური იზამდა ამას. მე შსს-ში ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს დავაყენებ“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მთავარ პროკურატურასთან განცხადება გააკეთეს. ოჯახის პოზიციით, გამოძიებას საქმე თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურებამდე მიჰყავს, რაც მათთვის მიუღებელია.

გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს.

ოჯახის მოთხოვნა გამოძიებაში FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.