მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედის მიმართ პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიმართ პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 13 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას“, - აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.