მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა

„არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ“, - ამის შესახებ 23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის თამარ ბაჩალიაშვილის ძმა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, გავრცელდა ჭორი, რომ მათი მამა მოძალადეა.

„ჩემ დასთან ერთად 21 წელი ვიზრდებოდი. არც მე და არც თამარს მამაჩემისგან ყურადღება არ მოგვკლებია, არც დედაჩემისგან. ვინც ამ ჭორებს ავრცელებს, მობრძანდეს ჩემს სახლთან, დამიკაკუნოს კარებზე და გავცემ სათანადო პასუხს“,- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ძმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წარსულში ბაჩალიაშვილების ოჯახში კონფლიქტი იყო. თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც რამდენჯერმე ჰქონდა გამოწერილი. ოჯახური ძალადობის საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.