მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი

დღეს, 6 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატები სტარსბურგის სასამართლოში სარჩელს შეიტანენ საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ.

ადვოკატები საგამოძიებო უწყებას ზეწოლაში საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებენ.

მიხეილ რამიშვილმა და ეკა ქობესაშვილმა პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტეს. კონკრეტულად საჩივარი ეხება მათ დაკითხვებს და მიხეილ რამიშვილის მობილურის ექსპერტიზას.

მიხეილ რამიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყება დაინტერესებული იყო მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციით, მაგრამ შემდგომში ამოღებული იქნა ადვოკატის პირადი ინფორმაცია, რაც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის საბაბი გახდა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.