მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: დანაშაული ძალიან ორგანიზებულად ჩაიდინეს

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეში ყველას ჩვენება აქვს ნანახი, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ყველაფერზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებს.

ადვოკატი აქვე ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში დანაშაული ორგანიზებულად ჩაიდინეს.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს, 10 აგვისტოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ. კითხვაზე, რა ინფორმაცია მიიღეს ბიუროში, მიხეილ რამიშვილი პასუხობს, რომ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში ვერ შეაღწიეს.

„კოდები იყო მოძიებული, თუმცა აბსოლუტურად ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით. სამსახურეობრივი მეილიც იყო, რომლის კოდიც 7 დღის წინ იყო შეცვლილი. ერთ-ერთი მიზანია, ცენტრალურ ადმინისტრაციასთან მოხდეს შეხსენება და ფეისბუქიდან, სოციალური ქსელებიდან შინაარსობრივი ინფორმაციები იყოს გამოთხოვილი, რადგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ სოციალური ქსელებიდან. კიდევ მოიძიეს რაღაც ინფორმაციები, რომლის დამუშავებაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ჩვენებებს, ჩემთვის ყველაფერი ცნობილია, თუმცა არის ისეთი საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებ. არ ვითვალისწინებ საზოგადოების გარკვეული წრის ინტერესს, რომ ჭორაობის დონეზე დაიკმაყოფილიონ თავიანთი ინტერესი. აქ სერიოზულ საქმეზეა საუბარი. ეს დანაშაული ძალიან ორგანიზებულად არის ჩადენილი. ჩვენებებში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, შემდეგ უკვე პირადად მე დავსვამ ძალიან ბევრ კითხვას ყველა მოწმის წინაშე“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.