მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: პირობას ვდებ, დაუსჯელი არავინ დარჩება

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პირობას დებს, რომ საქმეში დამნაშავე არცერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქმეში ახალი დეტალები იჩენს თავს. მას შემდეგ რაც ცხედარი იქნა ნანახი, მტკიცებულებების შეკრების პრინციპით დაიწყეს საქმის აკინძვა. მანამდე 5 დღის ვადაში საინტერესოა რა ქმედებები განახორციელა საგამოძიებო უწყებამ. უკვე არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მათ შორის განიხილება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსია“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც გარდაცვლილის მამას დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი დიდ შარში იყო გახვეული.

„უნდა დადგინდეს ეს პირი, თუ პიროვნებები იყვნენ თუ არა საგამოძიებო უწყებებიდან. მისი განმარტებით, ის იყო პოლიციელი. რომც არ იყოს პოლიციელი, ის აუცილებლად პასუხისგებაში წავა, მუქარისა თუ შანტაჟისთვის. პირობას ვიძლევი, რომ ამ საქმეში დაუსჯელი არავინ დარჩება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.