მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დავით ფურცხვანიძის სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პროკურატურის შენობა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დავით ფურცხვანიძის სახლსა და ოფისში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე გამოკითხვაზე იმყოფება.

ის ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, მას კი უცხოელმა პარტნიორებმა გაუგზავნეს.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც ექსპერტიზით დასტურდება.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.