მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების კიდევ ერთი ნაწილი დასრულდა

23 წლის გარდაცვლილი გოგო

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების კიდევ ერთი ნაწილი დასრულდა.

დღეს 18 სექტემბერს პროკურატურაში დაბარებულები არიან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, გუშინ 17 სექტემბერს ბაჩალიაშვილის მანქანაზე მიმდინარეობდა კიდევ ერთი ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგ მათ გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოსულია ახალი დასკვნები კომპიუტერთან დაკავშირებით.

„დღეს მოვედით იმისთვის, რომ გავეცნოთ დასკვნებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.