სამართალი

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი: ამ ეტაპზე არაფერია დადგენილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი
23:04 31.07
დაკოპირებულია

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და მათი უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა.

ისინი შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

„დეტალურად ვისაუბრეთ მამუკა ჭელიძესთან და იმ ახალ საგამოძიებო ჯგუფთან იმის შესახებ თუ რა პირობებში მიმდინარეობდა გამოძიება სამხარეო პოლიციაში იმ არანორმალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ყველა კითხვა დასვეს ოჯახის წევრებმა. გვითხრეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება და ყველანაირად ეცდებიან, რომ უმოკლეს ვადაში გასცეს კითხვებს პასუხები. ჯერ არაფერია დადგენილი. ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს საქმის მასალები. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება გადმოცემული ამაზე პასუხი ჯერ არ არის“, - აღნიშნა ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესის დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...