მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ცხედარზე აღმოჩენილ მწერებზე ექპერტიზა ჩატარდება

ბაჩალიაშვილის მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდება

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში, გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილ მწერებზე ექსპერტიზა ჩატარდება.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქოსებაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მწერებზე სიღრმისეული კვლევა ჩატარდეს.

„აღებული იქნება მწერების ნიმუში და შედარდება პირვანდელი ექსპერტიზის დასკვნასთან. აუცილებელია ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა მანქანაში აღმოჩენილ ბიოლოგიურ ნიმუშებზე. შედარება უნდა მოხდეს როგორც მანქანის პოვნის ადგილიდან ისე ალგეთის ვილის ტერიტორიაზე ამოღებულ მასალასთან“, - აღნიშნა ეკა ქოსებაშვილმა.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, შეიცავს თუ არა გარდაცვლილის სხეულზე ნაპოვნი მწერები თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილ მედიკამენტებს.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს, პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

ქსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოკსიკაცია გახდა. პროგრამისტის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას არ ეთანხმება და საქმის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.