მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში

სამეგრელოში, ბადრი ესებუას სახლში რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს.

საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უცნობია, რა ამოიღო პოლიციამ ბრალდებულის სახლიდან.

ბადრი ესებუას ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.