სამართალი

ბაკურ აბულაძე: საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ

ბაკურ აბულაძე:
საქართველოს პროკურატურის
საგამოძიებო დანაყოფები
ფულის გათეთრებისა და
უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის საქმეებზე
ეფექტიან გამოძიებას
აწარმოებენ
1610523094
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენს, -  ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 21 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დროს, დანაშაულებრივ საქმიანობაში იურიდიული პირების გამოყენება და ჩართულობა მზარდ ხასიათს ატარებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ე.წ „შავი ფულის“ შემოდინების და მათი ლეგალურ ფინანსურ სისტემებში ინტეგრირების მიზნით, იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გამოყენების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის თანახმად, იურიდიული პირებიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების რისკი შეფასებულია როგორც საშუალო-მაღალი. ამდენად, იურიდიულ პირთა ჩართულობის გამოვლენა დანაშაულებრივ საქმიანობაში და მათ მიმართ ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

რაც შეეხება გამამტყუნებელი განაჩენებს, როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ. აღნიშნულზე ყადაღადადებული და ჩამორთმეული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოცულობა მიუთითებს.

ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებულმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა, რომელშიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ცხადყო, რომ ჯგუფის ფუნქციონირებამ უფრო ეფექტიანი და მოქნილი გახადა კომპეტენტური ორგანოები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აღნიშნულის დადასტურებაა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ,,საგამოძიებო უწყებებს შორის არსებობს ქმედითი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა გააძლიერა.

როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2020 წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, საქართველოს პროკურატურაში შემუშავდა ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც 2021 წლიდან პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, მესამე პირების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების კანონიერად ამოღებაში დაეხმარება.

ასევე, ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი წარმოადგენს ფულის გათეთრების, საფინანსო სექტორში ჩადენილ და მატერიალური სარგებლის მიღებით მოტივირებულ კომპლექსურ დანაშაულებზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე საერთაშორისო თანამშრომლობის არხებით შემოსული შუამდგომლობების შემსრულებელ კომპეტენტურ სტრუქტურულ დანაყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. Moneyval-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზირებული დანაყოფი, ეფექტურად იძიებენ ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ტიპის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ასევე, ქართული კანონმდებლობით შესაძლებელია დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციისთვის პირის მსჯავრდება. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენება ცხადყოფს ქართული მხარის პასუხისმგებლობას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, ფულის გათეთრების (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მუშაობა ასევე პოზიტიურად შეფასდა ვიზა-ლიბერალიზაციის მზადების პროცესშიც.

„საქართველოს პროკურატურა განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

პირველი თებერვლიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

1611250136

„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს, 2008 წლის ომის საქმეზე, 12-წლიანი სახელმწიფოებრივი დავა მოუგო. 

1611249195

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1611248189

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133
იოსელიანის განცხადება

ლევან იოსელიანი: ფასილიტატორების გარეშე რაიმე...

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

რუსეთის ხელისუფლება მოუწოდებს TikTok-ს შ...

„რასკომნადზორი“ მოუწოდებს სოციალურ ქსელ TikTok-ს, რომ შეწყვიტოს არასრულწლოვნებში პოლიტიკური აგიტაცია და მოწოდებები მიტინგებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ gazeta.ru იუწყება. 

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის...

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს  „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან  დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რასაც ისინი...

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.