სამართალი

ბაკურ აბულაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი

ბაკურ აბულაძე:
საქართველოს პროკურატურამ
გამოძიების პროცესში
ხელოვნური ინტელექტის
გამოყენება დაიწყო
1610482058
დაკოპირებულია

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2016-2020 წლების მონაცემებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 87 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, მათგან 18 პირი იყო პოლიტიკური პატიმრის სტატუსის. 77 პირის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენი მსჯავრდებულების მიმართ საქმის განხილვა გრძელდება.

„2015-2020 წლებში გამოვლენილი იქნა მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 178 ფაქტი და მხილებული იქნა 51 საჯარო მოხელე. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 392 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 54 500 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. 2020 წელს კი, დაზარალებულად იქნა ცნობილი 49 პირი, რომელთაც დაახლოებით 960 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდათ“, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 17 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი 11 პირის მიმართ, რომელთაგან 4 ატარებდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსს.

„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ორიენტირებულია გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან გენერალურ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი ენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას”, - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოსულია არაერთი განცხადება, რომელიც სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხს შეეხება. ვინაიდან, პროკურატურის კომპეტენციაში არ შედის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით მიღებული გადაწყვეტილების რაიმე ფორმით რევიზირება, გაუქმება ან შეცვლა და ამავდროულად, ხშირ შემთხვევებში, გასულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ვერ ხერხდება აღნიშნული მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გეგმავს ამ კუთხით, საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციებს, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს საქმის ხელახალი განხილვა და უკანონო გზით საკუთრებიდან გასული ქონების დაბრუნება.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.