მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი

დოროყაშვილი პირველი კომენტარი ძალადობაზე

ნეკა დოროყაშვილის თქმით,  დაპირისპირება მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

როგორც დოროყაშვილი ამბობს მას ფიზიკური დაზიანებები ყოფილმა მეუღლემ მიაყენა, ყოფილი მამამთილი კი ემუქრებოდა.

"არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ.

ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი," - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა "კურიერთან"

ცნობისთვის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო 21 მაისს დააკავეს, ის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სნაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა 16 ივნისსაა ჩანიშნული.