მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილანიშვილის ადვოკატი: შსს-მ დაადგინა პირის ვინაობა, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ „კაწროა“

ბილანიშვილის ადვოკატი

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ გამოცხადდა დღეს სამინისტროში და წარადგინდა მტკიცებულებები. კერძოდ, ამონაწერი ტელეფონიდან და სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ის იმ ღამეს უბანში იმყოფებოდა და იქიდან არ გასულა“, - ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შსს-მ გავრცელებულ კადრებში დაფიქსირებული თეთრპერანგიანი პირის ვინაობა უკვე დაადგინა.

„დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ის არის „კაწრო“,- აღნიშნა ადვოკატმა.

როგორც თამარ აბესაძემ განაცხადა, გამოძიება იდენტიფიცირებული პირის გამოკითხვას უახლოეს წუთებში დაიწყებს.

საგამოძიებო უწყებაში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დაახლოებით, 5 საათს გრძელდებოდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.