მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯთან დაკავშირებით დამატებით გამოიკითხა

ბიზნესმენი - დავით ხიდაშელი

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დამატებით გამოიკითხა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, მისი საქმიანობის შესახებ ამბობს, რომ მან საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა მოიპოვა, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთა უდაბნოსთან.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.