მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრალდებული შაქარაშვილის ბიძაზე: როგორ არ აინტერესებს რეალურად რა მოხდა (ვიდეო)

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული

ტელეკომპანია „პირველი“ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების საკნებში განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს.

ჩანაწერის ერთ ეპიზოდში, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მას გაასამართლებენ, მამამისი გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

„ყველაფერი მე შემტენეს, ვინმეს თუ რამე გაუკეთებია. 6 ხომ ვართ, 5 აქვს ბრალი დამძიმებული. ვისაც მუხლი არ აქვს დამძიმებული, ერთნაირად ვმოძრაობთ, მივედით და მანქანაში დავბრუნდით. მე მაქვს და იმას არა. მე რომ „სროკი“ მომცენ, ბიძა ხომ იცი, მამაჩემი იმას მო...., ტყუილად რომ მომცენ „სროკი“, თამაზა გაგიჟდება. რეალურად როგორ არ აინტერესებს იქ რა მოხდა.. შენ ნახე მამაჩემი თუ გლდანში არ მოიყვანონ, ღმერთმა დაიფაროს. მე რომ „გამსროკონ“, მამაჩემს ეგრევე „გასროკავენ“. თან კიდია, ნაომარია. შენ ძმობას ვფიცავათ, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით თქო, მაგრამ არ ჩერდებოდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული თანამესაკნესთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის გამო ოჯახმა პოლიციას მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ჯამში პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.