მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი მონაყოლი არასწორად გაავრცელეს“ - ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმე

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

დღეს, 24 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ციხიდან ამბობს, რომ მისი მონაყოლი ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა არასწორად გაავრცელა.

საქმე მიხეილ რამიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეხვდა სუს-ის თანამშრომელს, რომელიც გარდაცვლილ პროგრამისტს სპეცსამსახურებიდან მასალებით უზრუნველყოფდა.

„ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირე, მან კი დეტალურად წაკითხვის შემდეგ ხელი მომიწერა“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, აქამდე იმიტომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ მოწმემ სთხოვა, სანამ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და მასთან მიმდინარეობდა საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი მასალები თავისთვის დაეტოვებინა.

როგორც სუს-ის თანამშრომლის ადვოკატი ამბობს, მოწმემ რამიშვილს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება.

„პირობა იყო ისეთი, რომ რამიშვილი ამას მიიღებდა ცნობად და გამოიყენებდა თვითონ. ამ პიროვნების ვინაობა, ასევე გამოკითხვის ოქმი არ უნდა გაეხმაურებინა“, - აღნიშნა მოწმის ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თვაისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები