მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ წურწუმიას „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ნიკოლოზ წურწუმია

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლით მიმდინარეობდა, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს, თუმცა იმის გამო, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს მუხლი გამოძიებამ მხედველობაში აღარ მიიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ინფორმაციისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიარაღებული პირი 16 აპრილს დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ თავდამსხმელი 2-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია - ადვოკატი