მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამოუკიდებელი ექსპერტი: შაქარაშვილი სიკვდილის დროს თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

კრიმუნალური ექსპერტი

დამოუკიდებელი ექპსერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს, პრაქტიკულად, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებოდა.

„ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ჩემ მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, აღებული იქნებოდა სისხლის ნიმუში, როგორც ნარკოტიკული, ისე ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად. სისხლში აღმოჩნდა ეთილის შემცველობა 0,85-ის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, გიორგი შაქარაშვილი თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა სიკვდილის დროს", - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, აკლოჰოლური თრობა ხელს შეუშლიდა გადაადგილებას, რაც ამ შემთხვევაში, გამოირიცხა.

რაც შეეხება დაზიანებებს, ექსპერტის განცხადებით, შაქარაშვილის ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

„გიდასტურებთ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება, ძირითადად, სახისა და მუცლის მიდამოებში. განვითარებულია სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევები, რომლებიც ბლაგვი საგნის ზემოქმედებიაა მიყენებული", - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, მათი სახეობიდან გამომდინარე, ეს დაზიანებები გარდაცვლილს მუშტის დარტყმთ, ან წყალში მოხვედრისას ვერ მიადგებოდა.

ექსპერტმა ასევე დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.

„გვამის მაკროსკოპიული გამოკვლევის რეჟიმში გვქონდა წინასწარი ინფორმაცია ასფიქსიის შესახებ, თუმცა, თავს ვიკავებდი განცხადებისგან, რადგან ადგილი ჰქონდა ლპობის პროცესს, რომელიც ართულებდა გადაჭრით იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კატეგორიულად სიკვდილის მიზეზი იყო დახრჩობა. თირკმელში აღმოჩნდა პლაქტონი, რომელიც არის დახრჩობის ნიშანი და ახლა უკვე ოფიციალურად ვაცხადებთ, ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით",- აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.