მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გიორგი მანჯგალაძის განმეორებით გამოკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურის შენობა

პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის განმეორებითი გამოკითხვა მიმდინარეობს. 

გიორგი მანჯგალაძის თქმით, აპირებს, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

👉 ინფორმაციისთვის, გიორგი მანჯგალაძე აღნიშნულ საქმეზე პირველად 2020 წლის ოქტომბერში გამოიკითხა. უცნობია, რატომ გახდა საჭირო მისი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე განმეორებით დაბარება.

👉 საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.