მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ფურცხვანიძე: სატელიტურ ფოტოებზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ვგეგმავ

პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

დავით ფურცხვანიძის განცხადებით, იგი არ ასაჯაროებს იმ პიროვნების ვინაობას, ვინც მას სატელიტური ფოტოები მიაწოდა, თუმცა პროკურატურას მასთან კავშირზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.

მისი თქმით, ფოტოების ნამდვილობის დასადასტურებლად, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

„თუ პროკურატურა აცხადებს, რომ მე კონკრეტული სახელი და გვარი არ დამისახელებია, არსებობს გამოკითხვის ოქმი, რომელზეც მზად ვარ დავეთანხმო, რომ გასაჯაროვდეს. წინააღმდეგ შემთხევაში ეს იქნება ისეთივე სიცრუე, როგორც სატელიტური ფოტოების ექსპერტიზის პასუხი, რომ ისინი ყალბია. მე ვგეგმავ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატარო, მათ შორის ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნა დავით ფურცხვანიძემ სატელევიზიო ჩართვისას.

დავით ფურცხვანიძის განმარტებით, გამოძიებას აქვს მისი მობილური და კომპიუტერი და შესაძლებელია, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სატელიტური ფოტოების მომწოდებელი წყაროს იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირება მოხდეს.

„მათ აქვთ ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტები, რომლითაც შეუძლიათ წყაროს დაუკავშირდნენ“, - აღნიშნა დავით ფურცხვანიძემ.

როგორც მან განაცხადა, სასამართლოში გამოკითხვის დროს კითხვები არა მხოლოდ სატელიტურ ფოტოებს, არამედ სამსახურეობრივ საქმიანობასა და მიხეილ რამიშვილთან კომუნიკაციას შეეხებოდა.

ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს მაწევანის ტერიტორიაზე გადაღებული სატელიტური ფოტოები მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 19 სექტემბრის საღამოს გამოიკითხა.

პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მისი წყაროს შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.