მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძე

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი მენაბდეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებული 14 აპრილს დააკავეს. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე იხილეთ:

📌პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა