მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

დღეიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ.

სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით.

„აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - UN WOMEN-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, UN WOMEN-თან, ფონდი Humanfoc-თან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაგრძელდება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწავლების ორგანიზება და ბეჭდური მასალის დამზადება.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება,“- აცხადებენ უწყებაში.