მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება

ფოთის სასამართლო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმართება. 

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.